რუსი და უკრაინელი ერი ერთი ერია, ამ მხრივ მთელი უკრაინა ჩვენია – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, რუსი და უკრაინელი ერი “სინამდვილეში ერთი ერი” არის და “ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა” რუსეთს ეკუთვნის.

ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (ПМЭФ) დასმული კითხვის პასუხად ილაპარაკა.

ფორუმის მოდერატორმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსული არმია მათ მიერ უკვე დაკავებული ტერიტორიების მიღმაც მიდის და ჰკითხა პუტინს, თუ სად აპირებდნენ შეჩერებას.

“თქვენ ახსენეთ ოლქები უკრაინაში, რომლებსაც ჩვენად მივიჩნევთ. მე უკვე მრავალჯერ მითქვამს, რომ რუს და უკრაინელ ერს სინამდვილეში ერთ ერად მოვიაზრებ. ამ თვალსაზრისით მთელი უკრაინა ჩვენია”. – თქვა პუტინმა კითხვის პასუხად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights