“დღეს რუსებმა მასწავლებელი დამიტყვევეს” – დაკავებული ნინო დათაშვილის მოსწავლე აქციაზე მივიდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მოსწავლე მივიდა – ახალგაზრდას ხელში ტრანსფარანტი უჭირავს, წარწერით: “დღეს რუსებმა მასწავლებელი დამიტყვევეს”.

ნინო დათაშვილის მოსწავლე საკუთარ მასწავლებელს სოლიდარობას უცხადებს და  ამბობს, რომ ის “რუსული რეჟიმის ტყვეა”.

ნინო დათაშვილზე ე.წ. სასამართლოში ე.წ. მანდატურებმა იძალადეს. ნინო დათაშვილს აქეთ ედავებიან, რომ თურმე მან იძალადა ე.წ. მანდატურებზე. ეს არის ტყუილი. ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს – აცხადებს ახალგაზრდა.

”ჩემს მასწავლებელს, ნინო დათიაშვილს დიდი სოლიდარობა. ძალიან მომენატრა უკვე. დღეს რუსული იმპერიალისტური და ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც პირდაპირ მოსკოვიდან იმართება, ცდილობს და გამოსდის კიდევაც, რომ დააკავოს მასწავლებლები, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალს მომავალში წარმატებით გაუძღვებიან, დააკავოს ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად იბრძოდნენ ქვეყნის მომავლისთვის და მომავალშიც აქტიურად იბრძოლებენ აუცილებლად. რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ამ სახით პარლამენტში გვიზის, ცდილობს, რომ აღმოფხვრას და ჩაახშოს თავისუფალი მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ხმა.

ნინო დათაშვილზე ე.წ. სასამართლოში ე.წ. მანდატურებმა იძალადეს, რის შედეგადაც ნინო დათაშვილს აქეთ ედავებიან, რომ თურმე მან იძალადა ე.წ. მანდატურებზე. ეს არის ტყუილი. ნინო დათაშვილი არის რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. ამ რუსულ მთავრობას არ შერჩება არაფერი, მათ შორის არც ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს თვალები დასთხარა ახალგაზრდებს, დღემდე რომ ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს, ავტოკრატიულ რეჟიმს რომ ამყარებს საქართველოში”. – განაცხადა მოქალაქემ. 

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დღეს დააკავეს. აქტივისტსა და მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights