document.body.remove()
გურიის მოამბე

ივანიშვილის გეგმა პოლიტიკური კონკურენტების ციხით დევნაა – დათუნაშვილი

“მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ჯარიმებით დამთავრდება” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა, თაზო დათუნაშვილმა განაჩენის მოლოდინში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი შეფასებით, ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი გეგმა “პოლიტიკური კონკურენტების ციხით დევნაა”.

”თავისუფლება სინდისის პატიმრებს. განსაკუთრებით უპირობო სოლიდარობა ნინო დათაშვილს. ახლა უკვე მასწავლებელი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ჯარიმებით დამთავრდება. მე მაქვს მოლოდინი იმისა, რაც ივანიშვილს ახლა აქვს გეგმად. ეს გეგმა არის მისი პოლიტიკური კონკურენტების დევნა, მათ შორის ციხით დევნა. სხვა ახსნა არ აქვს მთელ იმ პროცესს, რაც დაიწყო წულუკიანის კომისიით და გრძელდება ახლა. ჩვენ ახლა თვალ-ყურს ვადევნებთ მარწუხების მოჭერის ერთ-ერთ ბოლო ფაზას. მგონია, რომ ის მომენტი, როდესაც ფინანსური სანქციები, მისი აზრით, იყო ავტოკრატიის დამყარების საშუალება, ეს მომენტი გადალახული გვაქვს. ახლა მგონია, რომ ყველაზე შიშველი ფორმა ავტოკრატიის ოპონენტების ციხეში ჩასმაა. ჩეჩნეთის დამყარების ყველაზე პირდაპირი გზაა. ის თვლის, რომ (პატიმრობით) დამყარდება ამ ქვეყანაში ავტოკრატია”. – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

შეგახსენებთ, 4 პოლიტიკური ლიდერის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს, დილის 10:30 საათიდან გამოცხადდება. სწორედ 23 ივნისს უნდა გაირკვეს, ზურა ჯაფარიძიძეს, ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ციხეში გაუშვებენ, თუ ჯარიმებს დააკისრებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights