მელია: გრიგოლ ვაშაძემ ერთი კვირა ქართული ოცნება რეცხა შლანგით

“მე არ მიკვირს ქართული ოცნების წარმომადგენლების, ბატონი კობახიძის და კალაძის. რასაც ისინი აკეთებენ. მე არ მიკვირს მათი გამართლების არგუმენტების, რომ კონტრაბანდა არ არსებობს, მაგრამ მე ნამდვილად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, ეთერეთერ დადიან და საუბრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შავი ხვრელი აღარ დარჩეს და ყველანაირი კონტრაბანდული გადაზიდვები გამორიცხულიაო. ეს ადამიანი დეპუტატია, თავს ოპოზიციონერად თვლის, მათ შორის ბატონ გრიგოლ ვაშაძეს [ვგულისხმობ], პატივს ვცემ კიდეც წარსულს, მაგრამ მაპატიეთ, სიმართლე არ თქმულა, ბევრ მათ შორის ოპოზიციურ არხზე ამ ადამიანზე. აბა მე გამეკეთებინა ის განცხადებები, რაც მან გააკეთა? ერთი კვირა რეცხა შლანგით ქართული ოცნება. მე არ მომისმენია არც ერთი სიუჟეტიც კი ამასთან დაკავშირებით”.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share