ტაბიძის პირველ ნომერში მდებარე ბიზნეს ცენტრში სპეცოპერაცია ფინანსურმა პოლიციამ 14 ივლისს შუადღით დაიწყო. 4 საათიანი ჩხრეკის შემდეგ, დაილუქა სამი ოფისი და შენობიდან გაიტანეს ყველა სახის ელექტრონული ტექნიკა. ოფისების თანამშრომლები დღეს დილიდან ადგილზე არ მისულან, მათ შორის, არც ტურისტული კომპანია “მეჯიქ თრეველში” დასაქმებულები.
სპეცოპერაცია ბიზნეს ცენტრში ერთდროულად სამ სხვადასხვა ოფისში დაიწყო. ფინანსურმა პოლიციამ გამოკითხვაზე მენეჯერებთან და კომპანიების დირექტორებთან ერთად, რიგითი თანამშრომლებიც გადაიყვანა. ყველას ჩამოართვეს ტელეფონები და ღამის 12 საათამდე გამოკითხვაზე გააჩერეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება ფულის გათეთრების და გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით მიმდინარეობს.
ბიზნეს ცენტრი, სადაც ფიანანსური პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის და მისი ძმის სულხან პაპაშვილის საკუთრებაა. ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ბიზნესმენია, რომლის სახელსაც ბოლოს ე.წ. სკლინტის სკანდალი დაუკვაშირდა, როდესაც ყვარლის ბაგის მფლობელმა, კომპანია “ჩირინას” ანტიბიოტიკებით დაბინძურებული სკუნტლის მიწოდების გამო უჩივლა.
ვისზე ჰქონდა გადაცმეული ფართები მათ ბიზნეს ცენტრში? ჩვენ ამ კთხვაზე პასუხის მიპოვება ვერ შევძელით, რადგან შენობის ორი მფლობელიდან არცერთი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.