ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” რუსული ჰიბრიდული ძალაა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყანა”.
მისი თქმით, საუბარი აღარ არის კარგ და ცუდ ხელისუფლებაზე, არც სხვა ხელისუფლებებთან შედარებაა რელევანტური, რადგან “მტრულმა ძალამ ხელში ჩაიგდო ქვეყანა”.
”ეს არ არის კარგი ან ცუდი ხელისუფლება, ეს არ არის დემოკრატიული ან ავტორიტარული ხელისუფლება, ეს არის სხვა ქვეყნის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ჩაიგდო ხელში. ფუნდამენტური განსხვავებაა.
მაგალითად, ალიევი არის ავტორიტარი ხელისუფალი აზერბაიჯანის, მაგრამა აზერბაიჯანელი ხელისუფალია, ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა. ისეთი რაღაცები გააკეთა, ბევრ რაღაცაში ტოტალურად მიუღებელია მისი მიმართულება, მაგრამ არის რაღაცები რაც საბოლოო ჯამში… კი ბატონო [ქვეყნის პატრიოტია].
ჩვენ შემთხვევაში, ეს ხალხი, რომელსაც ოდესღაც “ქართული ოცნება” ერქვა, ეს არის რუსული ჰიბრიდული ძალა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყანა.
ანუ ნებისმიერი შედარება, არათუ წინა ხელისუფლებასთან, შევარდნაძის ხელისუფლებასთან და ყველა სხვა ხელისუფლებასთან არის არა რელევანტური. მტრულმა ძალამ ხელში ჩაიგდო ჩვენი ქვეყანა და ალბათ, ოდესღაც დაიწერება ამაზე, როგორ მოახერხეს რუსებმა ეს ისე, რომ ჩვენ გვიან მივხვდით,” – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.