“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის ივა ჭყონიას განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან ერთად შეჩერდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც, რაც დამღუპველია, რადგან ეს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას გამოიწვევს.
მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების შემთხვევაში ხარისხიანი, ევროპული პროდუქცია გაძვირდება და ბიზნესს ალტერნატივის ძებნა მოუწევს.
”თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება არის დაღუპვა იმიტომ, რომ ფაქტობრივად ჩვენ იმ მწარმოებლებს ვკლავთ და ჩვენი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, რუსეთზე გაიზრდება. რატომ? – ევროპული პროდუქცია, რომელიც არის მაღალი ხარისხის, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ისიც გაძვირდება. დამატებით 12% ექნება ნებისმიერ ბიზნესმენს გადასახადი. რა რჩება ბიზნესს – ნახოს ალტერნატიული… გამოიწვევს ხარისხიანი პროდუქციის გაძვირებას,” – განაცხადა ივა ჭყონიამ.