გურიის მოამბე

კურორტზე, სადაც 1000-ობით ადამიანია ყოველდღიურად, არ არის სასწრაფო დახმარების მანქანა – ნიკოლაშვილი

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი,თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
”უპასუხისმგებლობის, ადამიანების სიცოცხლის არაფრად ჩაგდების მაგალითია ის, რომ კურორტზე, სადაც 1000-ობით ადამიანია ყოველდღიურად, არ არის სასწრაფო დახმარების მანქანა.
3 დღის წინ, ადამიანის სიცოცხლე ღმერთმა გადაარჩინა ბახმაროში და იმ დამთხვევამ, რომ სტიქიის გამო, გამოძახებაზე ამოსული სასწრაფო დახმარება უკან ბრუნდებოდა და ბედად ახლოს იყო. 3 ლიტრი სისხლი დაკარგა ადამიანმა და ვერაფერს შველოდნენ. ბახმაროში მომხდარი სტიქიის შემდეგ გაჭედილ მილებს ასუფთავებდა და მაგ დროს გადაიჭრა ვენა.
ვინც არ იცით, ბახმაროში რომ დაგჭირდეთ სასწრაფო, ჩოხატაურიდან უნდა ამოვიდეს, რაც ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთი საათი და 30 წუთია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მინიმუმ 2 თვით რომ გამოყოთ ამისთვის ფინანსები რა დაგიჯდებათ ?  300 000 ხომ კარგად უნდა დაგეხარჯათ დასასვენებლად რომ გქონდათ აწყობილი ფრთები ხალხის ფულით .
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights