“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, MEGOBARI act-ს ბლოკი სენატორმა ლიმ მოხსნა. ამის შესახებ სამადაშვილმა “ტვ პირველს” ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია.
სალომე სამადაშვილის თქმით, უპრეცედენტოა, როდესაც აშშ-ის სენატი საგარეო პოლიტიკის საკითხზე დაჩქარებულ პროცედურას იყენებს, “ეს გადაუდებელი აუცილებლობის ნიშანია”.
”არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ბრძოლის მხარდაჭერა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირისგან. თავისთავად, ის ფაქტი რომ სენატის 50 წევრს შორის მხოლოდ სამი გამოჩნდა, რომელიც ძალიან უპრეცედენტოდ, დაჩქარებული წესით და ფაქტობრივად განხილვის გარეშე, MEGOBARI act-ის მხარდაჭერას მიემხრო – ეს იყო უკვე ძალიან დიდი სიგნალი იმის, თუ რამხელა ორპარტიული მხარდაჭერა აქვს საქართველოს.
ამ სამს რომ გამოაკლდა კიდევ ერთი ადამიანი… ეს აჩვენებს იმას, რომ იზრდება პოლიტიკური მხარდაჭერა იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ MEGOBARI act-ი იქნას მიღებული.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ძალიან უპრეცედენტოა, როდესაც საგარეო პოლიტიკის საკითხებზე სენატი ამ პროცედურით მოძრაობს იმიტომ, რომ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობის ნიშანი,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუ წყაროებზე დაყრდნობით, დღეს, დაწერა, რომ “MEGOBARI ACT-ზე – სამიდან სენატის ერთ-ერთი ბლოკი მოხსნილია”.