ერთ დროს მჭიდროდ დასახლებულ სოფელ ქვემო სურებში ახლა უამრავი სახლია დაკეტილი. სოფელში უამრავი პრობლემაა, რაც მოსახლეობას აიძულებს, საცხოვრებელი ადგილი დატოვოს. უგზოობა, უგაზობა, სამუშაო ადგილების არარსებობა – ეს პრობლემების არასრული ჩამონათვალია. ქვემო სურებში დარჩენილი ადამიანები ყოველდღიურად ამ სიძნელეებს ებრძვიან