“ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა”- ამის შესახებ დაპატიმრებული პედაგოგი, ნინო დათაშვილი ციხიდან გამოგხავნილ წერილში წერს.
სამოქალაქო აქტივისტი, მოქალაქეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის და იქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მანქანა ვერ გაჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს.
“ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ყველას გიყურეთ, ყველანი მიყვარხართ. ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულაი ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა. მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს! #ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!”- აღნიშნავს ნინო დათაშვილი.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. ადვოკატების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დათაშვილი ექსპერტიზაზე უარს იტყვის, გამოყენებული იქნება იძულების ზომები.
სამოქალაქო საზოგადოება და პროფესიული კავშირები ფაქტს რ წამების ტოლფას ქმედებად აფასებენ.
- ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წერს, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს პედაგოგის დისკრედიტაციის მცდელობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მიჩნეულია წამებად.
ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული ჯგუფი განცხადებით მიმართავს დიპლომატიურ წარმომადგენლობას.