ოზურგეთის ყოფილმა მერმა, კოტე შარაშენიძემ – ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიიდან, გარკვეული სახის დოკუმენტაცია, გუშინ გამოითხოვა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” საოლქო სარჩევნო კომისიის ერთ ერთმა წევრმა აცნობა.
მისივე თქმით, საუბარია ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებზე.
“მან ამავე დროს, კომისიის თავმჯდომარესთან საუბრის დროს, მიიღო ინფორმაცია და დააზუსტა, მერობის კანდიდატად დარეგისტრირებისათვის საჭირო ფორმალობების შესხებ” აცხადებენ კომისიაში.
შარაშენიძე, საოლქო საარჩევნო კომისიაში, სოფლების სილაურისა და ძიმითის ყოფილ გამგებლებთან, გოგიტა ჯანხოთელთან და გელა სალუქვაძესთან ერთად იმყოფებოდა.
ჩვენ – თუ რა მიზნით იმყოფებოდა შარაშენიძე კომისიაში და აპირებს თუ არა ის, მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მერობის კანდიდატად დარეგისტრირებასა და შესაბამისად კენჭისყრას – კოენტარისათვის თავად კოტე შარაშენიძეს დავუკავშირდით, თუმცა , მისივე სიტყვებით, ამ ეტაპზე, მას, კენჭისყრასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.