თამბაქოს რეწვა გურიაში

გურიაში თამბაქოს წარმოება 1880-იან წლებში განვითარდა. 1887 წლისათვის ოზურგეთის მაზრაში 445 თამბაქოს პლანტაცია და 327 პლანტატორი იყო. გურიაში თამბაქოს პლანტაციებს დაკავებული ჰქონდა 221 დესეტინა (1 დესეტინა – 1.09 ჰექტარი) მიწა. აქედან რამდენიმე მემამულე თავადს დიდი პლანტაცია ჰქონდა, ხოლო დანარჩენი პატარა პლანტაციები გლეხებს ეკუთვნოდათ. მემამულე თავადებს პლანტაციები თურქეთის მოქალაქებისათვის ჰქონდათ იჯარით გადაცემული, რომლებიც ეწეოდნენ კიდეც ძირითადად გურიაში თამბაქოს რეწვას.
1896 წელს გურიაში 17902 ფუთი თამბაქო მოუყვანიათ, 1897 წელს – 9093 ფუთი თამბაქო, ხოლო 1900 წელს მოსავალმა 11401 ფუთი შეადგინა.
ა. ერსითავი თავის „სასოფლო-სამეურნეო წერილებში“ წერდა – „გურიაში ძველთაგანვე არსებული ტრადიციის მიხედვით პლანტატორი, რომელიც მემამულისაგან ქირაობს მიწას თამბაქოს მოსაყვანად, თავის წილად იღებს მოსავლის ნახევარს, რისთვისად ასევე ფარავს მოსავლის მოწვევის მიზნით გაწეული ხარჯების ნახევარსაც. მიწის მესაკუთრე პლანტაროს ახმარს ერთ გლეხს ყოველ დესეტინაზე, ხოლო დანარჩენ ხარჯებს პლანტატორი და მესაკუთრე შუაზე იყოფენ“.
წყარო – «Отчет заведующего акцизными сборами в Закавказском крае о ходе акцизного дела в 1899 г.»
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share