ხალხის ფული ხალხის ცემისთვის-გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ფინანსდებიან “ოცნების“ ე.წ ტიტუშკები.
ათი ათასობით ლარს “ოცნება“ ბიუჯეტიდან უხდის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ზონდერებით არის დაკომპლექტებული. დიდი ფულის სანაცვლოდ კი ამ ორგანიზაციების წევრები ხალხს აგინებენ, სცემენ და ასახიჩრებენ.
მელიქიშვილის ქუჩაზე გადაღებულ კადრებში მარტივია იმ ადამიანების ამოცნობა, ვინც ძალადობაში მონაწილეობენ. ისინი მკვლევრებმა უკვე გაშიფრეს.
მათ შორის არის ალექსანდრე მუკატარიძე, რომელიც, როგორც ირკვევა ახლა უკვე “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა და დიდი ხანია, ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას.
აპრილში, ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, მისმა ორგანიზაციამ 705 372 ლარი მიიღო, თითქოს “სტუდფესტის“ დაფინანსებისთვის. მკვლევარებს აქვთ კითხვები ამ თანხის განაწილებაზე და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს თანხა ე.წ. ტიტუშების დასაფინანსებლად გაიცა.
“პირველებმა“ ასევე მოიპოვა დოკუმენტი, საიდანაც დასტურდება, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდანაც გაიცა 100 ათასზე ლარზე მეტი, იგივ სტუდენტური ფესტივალის დასაფინანსებლად, მუკათარიძის ორგანიზაციაზე.
მკვლევარები იმასაც ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი სქემა, თუ როგორ აფინანსებს “ოცნება“ ე.წ. მარბიელ რაზმებს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფული მისცეს ადამიანებს და ამ ხალხს დაავალეს საქართველოს მოქალაქეების დარბევა. ანუ ქუჩაში მარბიელი რაზმები დააფინანსა კობახიძემ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული საქმე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. ბევრი ფაქტი გვაქვს იმის შესახებ, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსდა გარკევული როგანიზაციები, რომლებიც ვითომდა, რაღაც ჩემპიონატებს ატარებენ და ამ ორგანიზაციებიდან ფული მიდის ასეთ მარბილე რაზმებზე, რადგან ახლა ეს სჭირდება “ოცნებას“ იქიდან გამომდინარე, რომ მას სხვა მხარდამჭერი ფაქტობრივად, აღარ დარჩა- ამბობს ბესო დონაძე.