გურიის მოამბე

ლევან ხაბეიშვილს საზოგადოებასთან კომუნიკაცია აეკრძალა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს საზოგადოებასთან კომუნიკაცია აეკრძალა. ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ჩამოართვეს წერილების, ზარების უფლება.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ლევან ხაბეიშვილი ციხეში თავისი სიტყვის გამო ჩასვა და მის ხმას ვერ გააჩუმებენ.

სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ შეშინებულმა და დამფრთხალმა რუსმა ოლიგარქმა ბორია ივანიშვილმა და მისმა “რუსულმა ოცნებამ”, მათივე ჟანდარმერიის მიერ უკანონოდ დაჭერილ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ჩამოართვა მას ზარების უფლება, წერილების უფლება. ამით მათი ჭკუით ცდილობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის ხმა ჩაახშონ. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რუსმა ოლიგარქმა ლევან ხაბეიშვილი ციხეში ჩასვა თავისი სიტყვის გამო, თავისი მართალი სიტყვის გამო, გულწრფელი სიტყვის გამო, ემოციური, მუხტიანი, რევოლუციური სიტყვის გამო, იმის გამო, რომ ადამიანებს რწმენა გაუჩინა. 

ხალხო, ყველას კარგად გესმოდეთ, ამით ლევან ხაბეიშვილის ხმას ვერ გააჩუმებენ. 4-ში 16:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და თუ ვინმეს ხმა გაჩუმდება, თუ ვინმეს ხმა დადუმდება ეს იქნება ბორია ივანიშვილი და ეს იქნება “რუსული ოცნება”. ერთადერთი ხმა, რომელსაც 4-ში საღამოს გაიგებს ბიძინა ივანიშვილი, ეს იქნება გამარჯვებული ქართველი ხალხის ხმა…” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights