
“საქართველოს მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია” – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ხმის მიცემას “თავისუფლება და გამჭვირვალობა აკლდა”.
ჩეხეთის საგარეო “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, პატივი სცენ “შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას”.
საქართველოს მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ხმის მიცემას თავისუფლება და გამჭვირვალობა აკლდა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში,” – წერია განცხადებაში.