თბილისში მოღვაწე, წარმოშობით ოზურგეთელი, გენო მორჩილაძე, ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნება.
ამის შესახებ ინფორმაცია, “გურიის მოამბეს”, ოზურგეთის მერიიდან, კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა.
გენო მორჩილაძე, რომელიც დღემდე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული, მოვალეობის შესრულებას ამ დღეებში შეუდგება.








