თურქეთმა სტამბოლის პორტში არ შეუშვა რუსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande. ზუსტად ის, რომელსაც “გულთბილი” დახვედრა მოუწყეს ქართველებმა ბათუმის
პორტშიც.
Astoria Grande რამოდენიმე საათის მანძილე უაზროდ დრეიფობდა პორტის შორიახლოს და, ბოლოს იძულებული შეიქნა უკან – სოჭში დაბრუნებულიყო. ბორტზე 600-მდე რუსეთის მოქალაქე იმყოფება, და ყველა მათგანმა 2 კვირიანი კრუიზი შეიძინა, რომელიც მოიცავდა მარმარისს, ანტალიას, ბოდრუმს და იზმირს.
თურქეთმა ეს, დიდი ალბათობით კრასნოდარის რეგიონული მთავრობის ქმედების საპასუხოდ გააკეთა, როცა სოჭში თურქული ბორანი – Seabridge არ შეუშვეს.








