გურიის მოამბე

,,ნეტავ თუ ხვდება, რა აბსურდში შეაბიჯა და როგორ სასაცილოდ გაიხდა თავი“ – მერაბ მეტრეველი „ოცნებაზე“

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

“წუხელ აქციიდან მე და Nika Simonishvili ერთად წამოვედით. მეტროში, ბაქანზე სამი ქალბატონი მოგვიახლოვდა, ისინიც აქციიდან წამოსულები. ერთ-ერთი ხუმრობანარევი ტონით გვეკითხება:– თქვენ უკეთ გეცოდინებათ, მართლა ტროტუარზე დგომისთვის უნდა დაგვიჭირონ?თან სიცილს ვერ იკავებს. ნიკამ სერიოზულად დაუდასტურა. მე ნახევრად ხუმროიბით ვუპასუხე:– მე მაქვს სტრატეგია რა უნდა ვქნათ: თუ დაგვიჭერენ, უნდა განვაცხადოთ, რომ არავისთვის გადაადგილებაში ხელი არ შეგვიშლია, ყველას ვატარებდით და მოვითხოვოთ მოიყვანონ დაზარალებული ან მოწმე, ვისაც ტროტუარზე გადაადგილებაში პირადად შევუშალეთ ხელი.– თქვენ გგონიათ, ვერ მოიყვანენ?! – სიცილით მეკითხება ისევ ეს ქალი და ამ დროს მისი თანმხლები მეორე ქალბატონი ამატებს:– ორს მოიყვანენ და იქედან ერთს თვალზე „ფინგალი“ ექნება.კარგად ვიცინეთ და ასე სიცილ-სიცილით შევედით მატარებელში. მერე ნიკა სადგურის მოედანზე ჩავიდა. ეს ქალები ჩემს პირდაპირ სხედან და ისევ ის პირველი მეკითხება სიცილით:– კარგი დამიჭირეს. მერე რომ გამოვალ რა უნდა ვთქვა, რაზე ვიჯექი, ტროტუარის გადაკეტვაზეო?!თან კვდება სიცილით. ის მეორე ამატებს:– კი, ტროტუარის გადაკეტვაზე და პირბადის ტარებაზე.ამაზე ვაგიონში უცნობებმაც დაიწყეს სიცილინეტავ თუ ხვდება ეს მთავრობა რა აბსურდში შეაბიჯა და როგორ სასაცილოდ გაიხდა თავი. დარმწუნებული ვარ, ეს კანონები ისტორიას დარჩება, როგორც ანეკდოტი ქოცების მმართველობაზე”-წერს მეტრეველი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights