,,კალაძის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე დევს პროკურატურაში” – ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა ფარცხალაძე და ქარსელაძეც დააკავოს.
,,თუ გავიხსენებთ მოვლენებს, როგორ განავითარეს ჩხრეკების ისტორია, მაშინაც ვამბობდი, რომ ჩხრეკის ჩატარება არ არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც საქმე ეხება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ჩხრეკა ასევე ჩატარდა ფარცხალაძის სახლშიც, ამიტომ მე მგონია, რომ აქაც რაღაცა გადაწყვეტილების მიღება მოუწევს “ოცნებას”, სხვაგვარად უნდა ახსნას, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა რას ნიშნავდა და რა არის ამის შემდგომი გაგრძელება, ამიტომ ეს არის ღია საკითხი. ქარსელაძის თემა არის ასევე საკითხი, რომელიც შესაძლოა დღის წესრიგში აქვს “ოცნებას” და არც მას არ გამოვრიცხავდი.
და კალაძის თემაც როგორია იცით, იმიტომ უწევს დღეს მას ასეთი მძიმე განცხადებების, რომელსაც დარწმუნებული ვარ შინაგანად არ ეთანხმება, რომ მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე დევს პროკურატურაში და ახლა არა, იდო მაშინაც. ის, რომ ასე საუბრობს, გამაოგნებლად, ევროპაში, წარმატებულ გუნდში მყოფი ფეხბურთელი, რომელიც ანტი-ევროპულ განცხადებებს ღიად აკეთებს და თავს ესხმის საბჭოური ლექსიკონით… კი იძულებულია ასე ისაუბროს” – განაცხადა ეკა ბესელიამ.








