გურიის მოამბე

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია და სუს-ის ბრიფინგი სწორედ ამ საკითხს შეეხება. უწყებაში ბრიფინგი 19:00 საათზე იყო ჩანიშნული, მოგვიანებით კი 20:00 საათამდე გადაიდო. პარალელურად, ცოტა ხნის წინ, საპოლიციო ძალები ნუცუბიძის ქუჩაზე, ახალაიას სახლთან მივიდნენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია

🔻 10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო მისი ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს – ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდებოდა. ბაჩო ახალაიასგან ხმის ნიმუშიც აიღეს, გამოძიება არკვევდა პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას, რომელშიც, თითქოს, ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მედიასთან ჩანაწერის ავთენტურობა უარყო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights