„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ამაღლობელისათვის გამოტანილი 2 წლიანი პატიმრობა ძალაში დარჩა, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკასაციო სარჩელით, ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ, მზია ამაღლობელის მიმართ 2025 წლის 18 ნოემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვენ.
ასევე, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ, საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით განიხილოს და მზია ამაღლობელს სასამართლო პროცესში მონაწილეობის საშუალება მისცეს








