გურიის მოამბე

“ურეკის ნამოსახლევი დიუნები” – ნიკო ბერძენიშვილი

“ურეკის ნამოსახლევი დიუნები” – ნიკო ბერძენიშვილი

„ურეკის ნამოსახლევი დიუნები უძრავად იწვნენ საუკუნეთა სიგრძეზე და მშვიდად ინახავდნენ თავის წიაღში გურულების უძველესი წინაპრების კულტურულ ნაკვალევს და სოციალისტური მეურნეობა გახდა მიზეზი ამ სიძველეთა აშლა-აფორიაქებისა; საუკუნოებრივ ნანგრევებად იყო გაშლილი დროისა და ქვეყნის მიერ მივიწყებული სახელოვანი ვაშნარის ნაქალაქევი და იშვიათად ვინმე ისტორიკოსის რომანტიკულ ფანტაზიას თუ აღვიძებდა. შემოვიდა უწყინარი ბუჩქი და ულმობელი სისასტიკით გაანადგურა მშვიდად მთვლემარე ნანგრევი.
.
ანასეულის მეტეოსადგურმა ნეოლითური ადამიანის ნაბინევი მოშალა, ხოლო გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმმა, გურიის ერისთავთა ნასახლევს უფრო ძველი, ანტიკური ხანის, ნავსადგომევიც მიაყოლა.“
.
– ნიკო ბერძენიშვილი – „საქართველოს ისტორიის საკითხები“ წიგნი V (1971)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights