მგალობლიშვილები და ზარმის მონასტერი – მესხეთიდან გამოსახლებული ჯაყელები, თოდრიები, ოსეფაიშვილები და კოტრიკაძეები
.
ნიკო მარს თავის ნაშრომში მოყავს გუგუშვილის (გარდაცვლილი 1918 წელს) მონათხრობი: „მგალობლიშვილების ნამდვილი გვარია ბალაძე, ისინი გადმოსახლდნენ ზარზმის შემოგარენიდან. მათივე სიტყვით ზარზმის მონასტერი მათი აშენებულია, არსებობს ლექსი რომელიც ასე იწყება:
.
სამმა ძმამა ბალაძემა
ზარზმას დადგა ეკლესია
.
ჩემს წყაროს ლექსის დანარჩენი ნაწილი აღარ ახსოვდა და გურული კილოთ მეუბნებოდა „ჩალექსებით ბეურია“, შემდეგ კი სრული ტექსტი დამპირდა და დააყოლა „მგალობლიშვილები დღემდე დადიან ზარზმაში მოსალოცად და შესაწირიც მიაქვთო.“
.
სრული ტექსტი ვეღარ მომაწოდა, მაგრამ სიო მგალობლიშვილის ცნობის მიხედვით ბალაძეების ლექსი მთლიანად აღარავის აღარ ახსოვდა, მაგრამ ახსოვდა ერთი კუპლეტი რომელიც შემდეგში ექვთიმე თაყაიშვილს გამოუცია:
.
სამმა ძმამა ბალაძემა
ზარზმას დადვა ბალავერი
ვინც თორმეტი ჩამოიღებს
იგი არის ფალავენდი
.
სიო მგალობლიშვილის მონათხრობი: „როდესაც მგალობლიშვილების გვარის პირველი წარმომადგენელბი გურიაში, ჩვენს ხეობაში გამოჩნდნენ, ერკეთში იყო ჯუმათის ეპისკოპოსი. მგალობლიშვილების ოჯახმა ზარაზმას წმინდა გიორგის ხატი ჩამოიტანა და შემოქმედის ეკლესიაში დაასვენეს. წირვის დროს მათ მონაწილეობა მიიღეს გალობაში. ეპისკოპოსმა შენიშნა მათი ჰარმონიული სიმღერა და სასიამოვნო ხმები, წირვის შემდეგ როცა ეპისკოპოსმა გაიგო, რომ ისინი ზარზმიდან იყვნენ მგალობლებად გაამწესა და ასევე ჩააბარა რამდენიმე ადამიანი, რომელთათვისაც გალობა უნდა ესწავლებინათ, ამის შემდეგ მიიღეს მათ გვარი მგალობლიშვილი. გურიის პატრონმა მათ ყმები უწყალობა. ყოველ მესამე წელს მგალობლიშვილები ზარზმაში მოსალოცად დადიან.”
.
ნიკო მარი ასევე უთითებს გუგუშვილის მონათხრობს, რომლის მიხედვითაც იანეულში მცხოვრები თოდრიებიც ზარზმიდან არიან გადმოსახლებული და მათი ნამდვილი გვარია ალავიძე.
.
ასევე სამცხიდან გამოსახლებულნი არინ ჯაყელები – “საყვავის-ტყეში მცხოვრები ჯაყელებიც თავიანთ თავს ახალციხიდან გადმოსახლებულად მიიჩნევენ, მათ ნამდვილ გვარად კი ასახელებნ “ათაბაგს” – “მათი ნათესავები ახლა მუსლიმები არიან. როდესაც ჩემი მეზობლების მამა ივანე ჯაყელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, – განაგრძო ჩემმა მთხრობელმა – ჩამოვიდა ნათესავი ძღვენით, ძროხით, ნაზუქებით და ა.შ.
.
ოსეფაიშვილები საყვავისტყეში სამცხიდან არიან გადმოსახლებულნი, მათი ნამდვილი გვარია მაისურაძე
.
საყვავისტყეში მცხოვრები კოტრიკაძეების გვარიც სხვაა და ისინი ახალციხიდან არიან ჩამოსახლებულნი;
.
ХРИСТІАНСКІЙ ВОСТОКЪ (1922 г. Том VI) – Н. Марр Из гурійскихь народныхь преданій о постройке Зарзмскаго монастыря сь преданіями о переселенцахь изъ Месхии и Абхазии въ Гурію.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








