გურიის მოამბე

,,საჯავახო-ჩოხატაურის 7.2 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის ვადები უკვე გადაცილებულია“

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის 7.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, პროექტის შესრულების ვადები უკვე გადაცილებულია.

„ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ7 მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს ადგილზე შეხვდა

აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 7.2 კმ-ია და სამუშაოები ამ ეტაპზე დაბალი ტემპით მიმდინარეობს, რის გამოც პროექტის შესრულების ვადები უკვე გადაცილებულია

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის გაჭიანურება მოსახლეობას მუდმივ დისკომფორტს უქმნის, რაც ნამდვილად არის მოსახლეობის წინაშე ბოდიშის მოხდის საფუძველი. ასევე, ხაზი გაესვა სამუშაოების დაჩქარებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვის აუცილებლობას, რასაც სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

BPN.GE

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights