ოზურგეთის “ფეხადი” ირაკლი (სიპიტო) სალუქვაძე გახდა
ტრადიციული “კალანდობა” ოზურგეთში სულ მუდამ “სავსე” იყო მოქმედი მაღალჩინოსნებით,ეგზომ საპატიო გვამებით, თუ მაღალი ჩინისაკენ მსწრაფი “პერსპექტიული პოლიტიკოსებით” თავ თავიანთი ჯალაბობით…
თუმცა, ამ წუთებში… როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება…
-გურია “ოდენ” – აწ უკვე “ჩამოლაბორანტებულმა” ძმებმა თალაკვაძეებმა და პარლამენტარმა რამინა ბერაძემ დააფასეს.
თვალსასეიროდ მისულებმა, თვალი ინფრასტრუქტურის მინისტრ გულედანსაც მოკრეს, აქა იქ მიმოფანტული მისი ამალით და ეულად მყოფ განათლების მინისტრსაც, რომელიც “კალანდობამდე”, ჯერ ოზურგეთის კოლეჯში საგრძნობლად “გამოტყვრა”.
მოკლედ -გურიაში ტრადიციული “კალანდობა” ბოლო წლებში დამკვიდრებული წესის თანახმად – შემოქმედში გაიმართა, კოკისპირული წვიმისა (როგორც გურიაში იტყვიან “თქეში”) და სეტყვის (“ხოშკეკალი”) თანხლებით.









