ბოლო წლებში საკუთარი მოქალაქეების სათვალთვალოდ ირანის რეჟიმმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სათვალთვალო კამერების დაყენება დაიწყო…(რამე ხომ არ გეცნობათ?)
Financial Times სტატიიდან ირკვევა, რომ ისრაელმა რამდენიმე წლის წინ ამ ვიდეოთვალთვალის სისტემებზე წვდომა მოიპოვა. ერთ-ერთი კამერა აჩვენებდა, სად აჩერებდნენ მანქანებს ხამენეის და სხვა მაღალი რანგის პირების მცველები. ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა სრული სურათი: მარშრუტები, სახლები, განრიგი.
რეალურ დროში ისრაელის დაზვერვა ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა, რომ ყველა ეს დეტალი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. გადამწყვეტ მომენტში კი მობილური კავშირი გაითიშა, რათა ვერავის მოესწრო გაფრთხილება.
დაზვერვის წყარომ უბრალოდ თქვა: „თეირანს ისე ვიცნობდით, როგორც იერუსალიმს.“
საბოლოოდ მსოფლიოში ყველაზე დაცული კაცი ერთი გასროლით მოკლეს!
ზოგჯერ რეჟიმები კონტროლის სისტემებს შიშის დასათესად აშენებენ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ შიში ცუდი ფარია და საბოლოოდ თავად რეჟიმს კლავს ![]()
ძალა მხოლოდ იარაღი არ არის.
ძალა გონებაა!
გიგა მაქარაშვილი; ბლოგერი; სოციალური ქსელი;








