რა მანქანებს ფლობენ დეპუტატები, რომლებმაც 6 წელზე ძველი მანქანების შემოყვანის კანონპროექტი მოამზადეს | სტატისტიკას აქტივისტი სალომე სიმონია დეკლარაციებზე დაყრდნობით ავრცელებს:
● პაატა კვიჟინაძე – 160 000 ლარის 2 ავტომობილი: მერსედესი GLE, ტოიოტა პრადო.
● ილია ინჯია – 488 700 ლარის 5 მანქანა; 154 755 ლარის 6 მოტოტრანსპორტი და 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტი – პორშე, კადილაკი, ვრანგლერი, იაგუარი● მამამისს, ყოფილ დეპუტატს, ფრიდონ ინჯიას 434 000 ლარიანი ვერტმფრენი აქვს და 1,2 მილიონი ლარის 5 მანქანასაც ფლობს. მათ შორის არის ნახევარ მილიონიანი მაიბახი.
● ბეჟან წაქაძე – Mersedes Benz, რომელშიც 660 000 ლარი გადაიხადა.
მათ მაჯის საათებს, ფერწერულ ტილოებს, ცეცხლსასროლ იარაღებს, მილიონების უძრავ ქონებასა და ბიზნესებს აქ არ ჩამოვთვლი. ლინკები კომენტარში ნახეთ.
ავტოიმპორტიორებმა აქციის გამართეს: 300 000 ადამიანამდეა ჯამში ჩართული ამ ბიზნესში და უმეტესი ჩვენგანი სამსახურის გარეშე ვრჩებითო.
ამაზე მილიონერმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ უპასუხა: იქ დაკარგავს სამსახურს, სხვაგან იშოვისო. ნაკლებად უნდა ვიაროთ მანქანით და მეტი – მუნიციპალური ტრანსპორტითო.
ამიტომ არ შეიძლება ასეთი ხალხი ხელისუფლებაში. მათ არც ხალხის ხმა ესმით და არც გასაჭირი. 680 ათასიანი მანქანიდან არ ჩანან მშიერი ბავშვები და გაჭირვებული მოხუცები” | წერს სალომე სიმონია სოციალურ ქსელში.








