გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურმა პოლიციამ , ოზურგეთში, წუხელ, ქვიშა ხრეშის საქმეზე, ადგილობრივი ბიზნესმენი, ლევან სკამკოჩაიშვილი, მეტსახელად “ბუზია”, დააკავა.
როგორც თვითმხილველები გვეუბნებიან, სკამკოჩაიშვილის სამუშაო კაბინეტიდან, გამოძიებამ დიდი ოდენობით დოკუმენტაცია ამოიღო.
ფინანსურ პოლიციაში განმარტებებს არ აკეთებენ, თუ კონკრეტულად რომელ საქმეზე და რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მდინარეებზე ინერტული მასალების, შესაძლო, უკანონო მოპოვებას ეხება.
დაკავებული ბიზნესმენი დღეს გაანთავისუფლეს.
სკამკოჩაიშვილი კომენტარს, მომხდართან დაკავშირებით, არ აკეთებს..








