გურიის მოამბე

ოზურგეთის “მერცხალი” “სამცხესთან” 0-4 დამარცხდა

საქართველოს პირველობის მესამე ლიგაში, მორიგი, მერვე ტურის მატჩები გაიმართა.

ოზურგეთის “მერცხალი” – თბილისში, “შატილზე”, ახალციხის “სამცხეს” ესტუმრა და მოულოდნელად, 0-4 დამარცხდა.

პირველი ტაიმის 0-1 მარცხის შემდეგ, მეორე ტაიმში გურულებმა სამი გოლი გაუშვეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

მეცხრე ტურის მატჩს, ოზურგეთელები, საკუთარ “მეგობრობაზე”, 29 მაისს გამართავენ და გთამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, “ვესტ ჯორჯიას” დაუპირისპირდებიან, რომელსაც ჯერ წაგება არა აქვს.

“მერცხალი”, გათამაშების ცხრილში, 4 გამარჯვებით, ორი ფრითა და ორი მარცხით, 16 გუნდა გათამაშებაში,  მე-7 ადგილზე არის.

კვლავ წააგო ჩოხატაურის “ბახმარომ”, და ერთი მოგებითა და 7 წაგებით, ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights