გურიის მოამბე

მექვაბიშვილმა ბელარუსებს ხელი არ ჩამოართვა

ქართველმა, უკრაინელმა და პორტუგალიელმა ლეგიონერებმა ამ ჟესტით უკრაინაში ომის მიმართ პოზიცია გამოხატეს

რუმინეთის ჩემპიონმა უნივერსიტატია კრაიოვამ, რომლის ღირსებას ანზორ მექვაბისვილი იცავს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ციკლი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. კრაიოველებმა ბელარუსულ ვიტებსკთან სტუმრად უნგრეთში (ბელარუსული კლუბები საშინაო მატჩებს ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ ატარებენ) გამართული შეხვედრა ანგარიშით 4:1 მოიგეს და საპასუხო დაპირისპირების წინ, რომელსაც 15 ივლისს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, კონფორტული უპირატესობა შეიქმნეს.

უნივერსიტატიას 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელმაც ვიტებსკთან 67-ე წუთამდე ითამაშა, ყურადღება თამაშის დაწყებამდე ჟესტით მიიქცია. ანრიმ და რუმინული გუნდის კიდევ ორმა ფეხბურთელმა – უკრაინელმა მცველმა ოლეკსანდრ რომანჩუკმა და პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ტელეშმა, მეტოქე გუნდთან ტრადიციული მისალმების დროს, ბელარუსი ფეხბურთელებისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights