
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი შსს-ს ყოფილი თანამშრომელია | განცხადებას პროკურატურა ავრცელებს:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, თითქოსდა ბიზნეს ინვესტიციის მიზნებისთვის, დაზარალებულს მოტყუებით გამოართვეს 47 443 ლარი. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა არაერთხელ მოუწოდა ერთ-ერთ ბრალდებულს კუთვნილი თანხების დაბრუნების თაობაზე, იგი დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ (მუქარა, თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს” | ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
ნაკლების ჩვენება








