რას გრძნობს ბავშვი, როდესაც სჯიან? – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

დედამიცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი ელენე ქორიძე

რას განიცდის ბავშვი, რომელსაც სჯიან? 

“ერთხელ, როდესაც დედა გაბრაზდა, სახეში გამარტყა. Ძალიან მეტკინა. Შემდეგ ცუდ სიტყვებს მეძახდა. სახე მიხურდა. Ამ დროს ძალიან გავბრაზდი იმიტომ, რომ მატკინა და იმიტომ, რომ მე ის ძალიან მიყვარს და კიდევ მტკენს, ალბათ, დედას არ ვუყვარვარ”. “ამ დროს მეშინია, ვიცი, რომ იგივე კიდევ შეიძლება განმეორდეს, ისევ შეიძლება დამარტყას, მაგრამ არ ვიცი როდის”. “თუ შევეპასუხები, კიდევ უფრო მაგრად დამარტყამს” – ამ ისტორიას 10 წლის გოგო მომიყვა წლების წინ, რომელიც ასე ცხადად დამამახსოვრდა, რადგან შეუძლებელი იყო მის თვალებში არ ამოგეკითხა შიში, ბრაზი და სიყვარული ერთბაშად. ეს ამბივალენტური ემოციები ხშირად დიდ გაუგებრობასა და დაძაბულობას იწვევს ბავშვებში – უყვარდეთ თუ ეშინოდეთ მშობლების?

Გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2018-2019 წლებში ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლების/მზრუნველი პირების 69%-ს ერთხელ მაინც გამოუყენებია დასჯის რომელიმე ფორმა (დარტყმა, ამორტყმა, სახეში გარტყმა, დამამცირებელი ზედსართავებით მიმართვა), რაც თავისი ბუნებით ძალადობრივია და ბავშვის უფლებების უხეში დარღვევაა. Სამწუხარო რეალობაა, რომ ეს პრაქტიკა კვლავ აქტუალურია და ხშირად ბავშვის “ცუდი” ქცევის სამართავად უფროსები სწორედ მას მიმართავენ, რაც თითქოს წამიერად დამხმარეა ასეთი ქცევის დროებით მოგვარებისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში ის შესაძლოა შეიცვალოს და გართულდეს კიდეც. თუკი დასჯა წამიერად ეფექტურია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კარგავს ძალას და საჭირო ხდება სულ უფრო და უფრო მკაცრი მეთოდების გამოყენება, რაც იწვევს ძლიერი შიშის, ბრაზის, შფოთვის რეაქციებსა და სირცხვილის განცდას ბავშვებში. ისინი კი სწავლობენ ქცევის შიშითა და სირცხვილის განცდით რეგულირებას. ასეთი მოპყრობის შემთხვევაში უფროსი ადამიანი შემდეგი შინაარსის მესიჯს უგზავნის ბავშვს “შენ არ იმსახურებ სიყვარულს, შენ არასასურველი ხარ”, რაც ზრდის ზრდასრულობის პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებისა და გაღრმავების რისკებს. Ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ემოციურად მნიშვნელოვან გავლენას (პოზიტიურს ან ნეგატიურს) ახდენს, როლური მოდელია და აგრესიული, დასჯაზე ორიენტირებული ქცევის ხშირი გამოყენების შემთხვევაში ბავშვი სწავლობს აგრესიულ ქცევას, ეს იქცევა ნორმალურ მოვლენად. უფროსი ადამიანი კი, რომელიც ხშირად იყენებს ასეთ მეთოდებს, კარგავს დადებითი გავლენის მოხდენის პოტენციალს.

ამ შემთხვევაში სასურველი იქნება, თუკი ვისაუბრებთ უკუკავშირის მნიშვნელობაზე პრობლემური/არასასურველი ქცევის მართვასთან დაკავშირებით და არა დასჯაზე.

Რა გამოცდილებას იღებს ბავშვი დასჯის შემდეგ, რას სწავლობს ის ასეთ დროს, როცა ის გაბრაზებულია, ნაწყენია, დაშინებულია და ა.შ? აუცილებელია თუ არა ავუხსნათ მას მიზეზები, რატომ ისჯება?

Ხშირად ირონიულიც კია, რომ დასჯის გზით ვცდილობთ ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ არ იყვნენ აგრესიულები, რაც ორმაგი შინაარსის მატარებელია და ბავშვისთვის აქაც გაუგებარია, როგორ არ იყოს აგრესიული თუკი აგრესიულად ექცევიან უფროსი ადამიანები, მისი როლური მოდელები. Ბავშვს ამ დროს შესაძლოა ეუფლებოდეს შიშის ემოცია და სულაც ვერ აცნობიერებდეს, რატომ უნდა დაიცვას წესები, ზოგი ბავშვისთვის კი ასეთი მოპყრობა შესაძლოა უფრო მეტად უკავშირდებოდეს განცდას, რომ არ არის სიყვარულის ობიექტი, რაც იწვევს დაძაბულობას მშობლებთან ურთიერთობისას. Ასევე, ყურადსაღებია – ადამიანი, რომელიც იყენებს დასჯის მეთოდებს. ბავშვი აღიქვამს მას, როგორც არასასურველს და ცდილობს თავი აარიდოს ასეთ ადამიანთან ურთიერთობას. თუკი ბავშვის რომელიმე ქცევა ჩვენთვის არასასურველად აღიქმება, უმჯობესია მივცეთ უკუკავშირი, რომელშიც აქცენტს გავაკეთებთ კონკრეტულ ქცევაზე  და არა პიროვნებაზე (მაგ: ძალიან მწყინს, როდესაც აივნიდან აგდებ სათამაშოს vs რა ცუდი ბიჭი/გოგო ხარ!)

დასჯის მიზანი ხშირად ბავშვის პრობლემური ქცევის მართვაა. Გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ მუშაობს ასეთი დისციპლინა?

Როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასჯამ შესაძლოა დროებით მოაგვაროს/ჩააცხროს არასასურველი ქცევა, იყოს ეფექტური, თუმცა თუკი ამას განვიხილავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, ის უკვალოდ ნამდვილად არ ქრება და არც ბავშვობაში მიღებული მძიმე გამოცდილებები რჩება მხოლოდ ბავშვობაში. Ის გავლენას ახდენს ადამიანის განვითარების შემდეგ ეტაპებზეც.

Არაერთი კვლევა თუ მტკიცებულება მოწმობს, რომ ბავშვობაში განცდილი დასჯა, არასათანადო მოპყრობა ზრდასრულობის პერიოდში უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: დეპრესია, შფოთვითი და კვებითი აშლილობები, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა თუ კოგნიტური ფუნქციონირების პრობლემები. Ხშირად თავს იჩენს სუიციდური იდეებიც. თუკი მშობლები, უფროსი ადამიანები იყენებენ აღზრდის ნეგატიურ ფორმებს, ბავშვები სწავლობენ საკუთარი სირთულეების ძალადობით, აგრესიით მოგვარებას, რაც ზრდასრულობის პერიოდშიც ხშირად იჩენს თავს. Მშობლები ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან ბავშვების ცხოვრებაში და ხშირად, სწორედ ბავშვების ქცევები ბავშვობაშიც და ზრდასრულობაშიც არის მათი ქცევების ანარეკლი. Ასეთი გამოცდილებების ქონა ადრეულ ასაკში გავლენას ახდენს ინდივიდის ბაზისურ რწმენებზე – რამდენად სანდოა სამყარო, სხვა ადამიანები და რამდენად იმსახურებს ის სხვების მხრიდან კეთილგანწყობას.

Რა გავლენას ახდენს ხშირი დასჯა ბავშვის თვითშეფასებაზე და შეიძლება თუ არა გამოიწვიოს ბავშვის დაბალი თვითშეფასება და ხასიათის გაუარესება?

Როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია ბავშვს მივცეთ უკუკავშირი კონკრეტულ ქცევაზე, რომელიც არასასურველად აღიქმება უფროსი ადამიანის მხრიდან. იმ შემთხვევაში თუკი ბავშვი ვერ იღებს სათანადო უკუკავშირს, თუ რატომ ისჯება, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს თვითშეფასების, თავდაჯერებულობასთან დაკავშირებულ სირთულეებს. Სასკოლო ასაკის ბავშვებთან კი შესაძლოა გამოვლინდეს სწავლის სირთულეები, უჭირდეთ კონცენტრაცია, ჰქონდეთ ემოციების რეგულაციასთან დაკავშირებული სირთულეები. დასჯა, მით უმეტეს ფიზიკური დასჯა პირდაპირ აისახება თვითშეფასებაზე და გავლენას ახდენს ქცევაზეც, ხშირად ვიღებთ ასეთ თვითაღქმას – “მე ცუდი ვარ და ვიქცევი ცუდად”, რაც შეეხება უკუკავშირს, რომელსაც უფროსი ადამიანი ბავშვს აძლევს არასასურველ ქცევასთან დაკავშირებით და სწორი კომუნიკაციის სტილს იყენებს, მას დიდი პოტენციალი აქვს ბავშვს გვერდიდან დაანახოს ქცევა და შეცვალოს კიდეც ის.

Მაგრამ მოდი, დავფიქრდეთ ორი წამით, როგორ გვიყვარს, როდესაც გვაქებენ და ვიღებთ დადებით უკუკავშირს, როგორ ვცდილობთ ამ დროს ისე მოვიქცეთ, რომ შექება ხელახლა დავიმსახუროთ. Უფროს ადამიანებს ხშირად გვგონია, რომ ბავშვებს საკმარისად ვაქებთ, თუმცა აღმოჩნდება ხოლმე, რომ უფრო მეტად იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას თუ რა არ მოგვწონს და ნაკლებად იმაზე, თუ რა მიღწევები აქვს მას. Ქცევითი სირთულეების მართვისთვის უფრო ეფექტურია ე.წ. Პოზიტიური დისციპლინის მეთოდი.

Მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, რა მოგვწონს ჩვენს შვილში? Რას ვაფასებთ მათში? Რა არის მათი ძლიერი მხარე?

Შემდეგ კი დავიწყოთ ბავშვის შექება თითოეული ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი ქცევისთვის ან ასეთი ქცევის მცდელობისთვის, მივცეთ მათ დადებითი უკუკავშირი, რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს. Დავაკვირდეთ, როგორ მოქმედებს შექება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, განწყობაზე, მოტივაციაზე, რომ განახორციელოს უფრო მეტი პოზიტიური ქცევა.

Რა უნდა გავითვალისწინოთ შექებისას? Შევაქოთ კონკრეტული ქცევა და არა ზოგადად პიროვნება (მაგ: რა ყოჩაღად მეხმარები სარეცხის დახარისხებაში vs რა კარგი ბიჭი/გოგო ხარ). Ასეთი უკუკავშირი ბავშვს აძლევს საშუალებას განსაზღვროს, თუ რის გამო აქებენ და კონკრეტულად რა ქცევა არის მისთვის შექებისა და უფროსების მხრიდან დადებითი უკუკავშირის მიღების მიზეზი. Უმჯობესია, თუკი შევაქებთ ბავშვის ქცევას იმ მომენტში, როდესაც ის ასე იქცევა და ყოველთვის სასურველია შექება მოსდევდეს ქცევას, რომ მისი ღვაწლი არ დარჩეს შეუმჩნეველი. ყველაზე მთავარი – შეაქეთ იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც გააკრიტიკებდით – ბავშვი ყოველთვის ეძებს თქვენ ძლიერ და გამოხატულ უკუკავშირს. თუკი კრიტიკა უფრო გამოხატული და ძლიერია, იმისთვის, რომ მან თქვენი ყურადღება დაიმსახუროს, უფრო ხშირად მოიქცევა ისე, რომ გააკრიტიკოთ და ნაკლები შანსი რჩება იმისა, რომ ის ისე მოიქცევა, რომ თქვენი მხრიდან შექება დაიმსახუროს.

dedamicis.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    "ერთი ნაბიჯიც და..."- გიორგი თარგამაძეპატარა ბავშვი რომ ფეხის ადგმას იწყებს, მშობლის მიმართულებით ბარბაცით, შიშით, ინტერესით და ხალისით დგამს ნაბიჯებს, ცდილობს არ დაეცეს და წონასწორობა შეინარჩუნოს, წინ კი ხელებგაშლილი მშობელი შფოთვით და სიხარულით ელის, რომ გულში ჩაიკრას, ჩაიხუტოს, ბედნიერების განცდით მიეგებოს... - სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით 100 წლის წინ ჩვენი ახალფეხადგმული ქვეყანა, და ასე ვართ ახლაც. თუმცა განსხვავება…
    Tags: და, რომ, საზოგადოება
  • 88
    The Washington Post: საქართველოს დემოკრატიამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკანThe Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია". სტატიას უცხვლელად გთავაზობთ: 15 წელზე მეტია, რაც რუსეთის მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად ყოფილი საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკა სტაბილურად თუ ნელ-ნელა მიდიოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ. ახლა მან დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. სამშაბათს, თბილისში პოლიციამ დაარბია…
    Tags: და, რომ, საზოგადოება
  • 87
    ოზურგეთი - მდებარეობა ოზურგეთისა – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? - თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი)თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი) მესამე თავი ოზურგეთი. - მდებარეობა ოზურგეთისა. – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? -  ჰავა ოზურგეთისა. - სახლები. - ვაჭრობა და ვაჭრები. - ჩაცმულობა იქაურის ვაჭრისა. – „პარასკეობა“. - მეგრელი მწყემსები გურიაში. - ქალაქის ბაღი, მისი წარსული და აწმყო. - ოზურგეთი, როგორც…
    Tags: და, საზოგადოება
  • 87
    "ვაი ტელევიზიები ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ "ლუზერები" ვართ"ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აზრით, "ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები" ყველანაირად ცდილობენ, ქვეყნის მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ კოვიდის მართვის პროცესში ჩართული პირები "ლუზერები" არიან. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ადამიანებო, იყავით ფხიზლად! ა.წ. 2 მარტს ღამის მთავარში ქ-ნი ეკა კვესიტაძე შეეცადა მაყურებლები…
    Tags: და, რომ, საზოგადოება