სიყვარული ბედნიერების აუცილებელი პირობაა
❤️სიყვარული ყველაზე ერთგული თანაშემწე და საუკეთესო მასწავლებელია ცხოვრებაში.
❤️სიყვარულით შთაგონებული ადამიანი შეუძლებელს შეძლებს…
❤️სიყვარული საუკეთესო თავშესაფარია ადამიანის სულისათვის და მარცხის თავიდან აცილების უტყუარ გზას წარმოადგენს.
❤️მიენდე სიყვარულს და ყოველგვარი უბედურებისგან, უნაყოფო ილუზიებისა, სინდისის ქენჯნისა და სინანულისგან საიმედოდ იქნები დაცული.
❤️როცა გიყვარს:
ყველაფერი რიგზეა! ყველაფერი გასაგებია! ყველაფერი შესაძლებელია!
აქციე სიყვარული საკუთარი ქცევის შეფასების კრიტერიუმად და
ცხოვრება დაუსრულებელ სასწაულად გადაიქცევა.
❤️როცა გიყვარს, არსად წასვლა აღარ გინდა ყველა მიზანი მიღწეულია !
❤️სიყვარული ყოველთვის მართალია და ყოველთვის იმარჯვებს !!!
❤️სიყვარული ერთგულ და ყოველდღიურ მსახურებას მოითხოვს.
❤️უსიყვარულოდ ადამიანი მხოლოდ თამაშობს ადამიანს!
ქეთი გოგიაშვილი
წიგნიდან “სიყვარულის 12 სასწაულმოქმედი ფორმულა”