მყარო სწრაფად და უკანმოუხედავად იცვლება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბნელი იმარჯვებს, რომ ადამიანებს აღარასოდეს ექნებათ ძველებური თავისუფლება.
მაგრამ ეს მოჩვენებითია. მოჩვენებითი იყო ის თავისუფლებაც.
სინამდვილეში თავისუფლების შეზღუდვის ყველა ახალი ზომა ახალ, სულ უფრო და უფრო ღრმა კითხვებს ბადებს ადამიანებში.
რაც მეტია ზეწოლა გარედან, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება შინაგანი პასუხები.
შეხედეთ, როგორ შევიცვალეთ ადამიანები, როგორი ბუნებრივები, რეალურები, ნამდვილები გავხდით. ბევრი ამას გამოღვიძებას უწოდებს.
ბევრი სოფელში წავიდა, ბევრი დაჟანგული ჭიშკარი გაიღო ჭრიალით, ბევრმა ბუნების გემო მხოლოდ ახლა გაიგო, ბევრმა ოჯახში ყოფნა შეიყვარა და დიდ ნაწილს ოფისებში დაბრუნებაც კი აღარ უნდათ, ბევრმა დაკარგა სამუშაო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იპოვა საყვარელი საქმე, ბევრმა ახალი ნიჭები აღმოაჩინა, ბევრმა ყვავილების მოშენება დაიწყო, ბევრმა ცხოვრებით ტკბობა ისწავლა….
ბევრისთვის ბუნებრივი სილამაზე და თავისუფალი, მარტივი სამოსი გახდა პრიორიტეტული, ბევრმა სწავლა დაიწყო, ზოგმა ხატვა, ქსოვა, წერა და რა ვიცი…
მოკლედ, ადამიანემა დაიწყეს იმის კეთება, რაც უზომო სიამოვნებას ანიჭებთ, რაც მათ არსებას, სულს და გულს უნდოდა და რასაც ვერასოდეს გააკეთებდნენ კი არა, საკუთარ თავსაც არ გამოუტყდებოდნენ, რა უნდოდათ სინამდვილეში, რომ არა კარანტინები, სახლში გამოკეტვები და სხვა შემზღუდავი ღონისძიებები.
კითხვები სულ უფრო და უფრო მეტი ჩნდება და ძველი დროისგან განსხვავებით, როცა პასუხები ავტორიტეტებისგან უნდა მიგვეღო, ამ პასუხებს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი არა გარეთ, არამედ შიგნით, საკუთარ თავში ვეძებთ და ვპოულობთ.
ასე ინგრევა ძველი სამყარო და ჩნდება რაღაც ახალი.
ადამიანები წვეთ-წვეთად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეცნობიან საკუთარ თავს…
ეს საკუთარ თავთან დარჩენის დროა, სულიერი სიმშვიდის დროა, გულმოწყალების და მიმღებლობის დროა, შეფასებებზე უარის თქმის დროა…
ჩვენ არც თუ ისე მარტივ დროში ვცხოვრობთ. თუმცა, ეს ძალიან საინტერესოცაა, ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე, ჭაობში ცხოვრებაა, სადაც თაობოდან თაობამდე მხოლოდ ბაყაყების მონოტონური ყიყინი ისმის.
ერთი შეხედვით, ჩვენ გვიზღუდავენ თვისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ არასდოს ვყოფილვართ ასეთი თავისუფლები, ექსტრემალურმა პირობებმა მოხსნა ბევრი სტანდარტი, პირობითობა, ჩარჩო, მოდა, საზღვრები, ავტორიტეტები, ბევრ რამეში ჩვენ თავისუფლება მოვიპოვეთ, მივეცით თავს იმ არჩევანის უფლება, რასაც სხვა ვითრებაში არავითარ შემთხვევაში არ მივცემდით.
რა გველის ხვალ? ბევრ აწუხებს ეს კითხვა.
არავინ იცის. უბრალოდ მიიღეთ ყველაფერი ისე როგორც არის, მიეცით უფლება მოხდეს ისე, როგორც ხდება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ის, ვინც ხართ.
ამ პანდემიასთან დაკავშირებით ათას ჭორს და მართალს წერენ. თუ მართლა ვინმეს სცენარი იყო ეს, ან უკვე ვირუსის წარმოშობის მერე გადაწყვიტა ვინმემ მსოფლიოს მართვის სცენარის დაწერა, ერთი შეხედვით ეს გამოუვიდა – არაჩვეულებრივი მოდელია, შეაშინე და იბატონე, არ გჭირდება არც შეიარაღება, არც ჯარი, არც ატომური ბომბი…
მეორეს მხრივ კი ამ ამბავმა ადამიანები სულ სხვა სულიერ სიმაღლეებზე აიყვანა, ვინც ამისთვის მზად იყო.
მათ თანამოაზრეები იპოვეს, გაერთიანდნენ… ადრეც იყო ასეთი გაერთიანებები, მაგრამ ცხოვრების ონლაინ გადატანამ ცოცხალი ურთიერთობები კი შეზღუდა, მაგრამ საზღვრები და მასშტაბები გააფართოვა.
შინაგანად ძლიერი ადამიანი, თუნდაც პირბადეაკრული და კომენდანტის საათის მორჩილი, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვითომ თავისუფალი, მაგრამ მთლიანად გარემოებებზე და სხვა ადამიანებზე დამოკიდებული, პასუხებსაც, დახმარებასაც, მხარდაჭერასაც, რჩევასაც, ცოდნასაც და გზის ჩვენებასაც გარედან, სხვებისგან რომ ელის,
ისე, რომ ამ გამოცდებმა ზოგი ჩაჭრა, ზოგი კი ფრიადოსნად აქცია.
მე ასე ვფიქრობ.
თქვენ რომელ მხარეს აღმოჩნდით – ოროსნებში ხართ თუ გამოღვიძებულებში?
რა საჩუქრები მოგიტანათ ბოლო წელმა?
https://jolo.ge/