კობახიძე-ივანიშვილი არის პოლიტიკაში პელეც და გროსმეისტერიც

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ მოჭადრაკეს უწოდებს. “რეაქციის” ავტორისა და წამყვანის კითხვაზე, აღმერთებს თუ არა ივანიშვილს, პარლამენტის ექსთავმჯდომარემ თქვა, რომ “ღმერთი ერთია”, თუმცა ივანიშვილს ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი დამსახურება აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ერთი არის ქველმოქმედება, ყველამ კარგად იცის მასშტაბი ამ ქველმოქმედების, 3 მილიარდზეა საუბარი. 3 მილიარდი ვიღაცებს შეიძლება მოპარული ჰქონდეთ, მაგრამ დახარჯული 3 მილიარდი საქართველოში არავის არ აქვს. წინა ხელისუფლების დამოკიდებულებაც კარგად გვახსოვს, 3 მილიარდი და მეტიც აქვთ მოპარული. მეორე მხარეს იყო, მმართველი პარტიის სათავეში ადამიანი, რომელსაც 3 მილიარდი მხოლოდ ქველმოქმედების სახით აქვს დახარჯული. მეორე ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ის იყო დემოკრატიული გარდატეხის ავტორი 2012 წელს”, – თქვა კობახიძემ “ტვ პირველის” ეთერში. კობახიძემ ოლიგარქს “პოლიტიკური პელეც” უწოდა. ბიძინა ივანიშვილი იყო მოჭადრაკე ქართულ პოლიტიკაში, ვინაიდან მას 7-8 სვლის გათვლა შეეძლო წინასწარ და თუ ავიღებთ ფეხბურთის ან ჭადრაკის სტანდარტებს პოლიტიკაში, ივანიშვილი არის პელეც და გროსმეისტერიც”- დასძინა მმართველი პარტიის ლიდრმა.

წყარო: ტვ. პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share