კანადაში ამ დროისთვის ქვეყანაში ხანძრის 130-ზე მეტ კერას ებრძვიან

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კანადაში ჰაერის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა, რამაც ქვეყანაში ხანძრების გაჩენას შეუწყო ხელი.

BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ხანძრის 130-ზე მეტ კერას ებრძვიან. ხანძრებმა განსაკუთრებით ბრიტანეთის კოლუმბია დააზარალა, სადაც ცეცხლის ჩასაქრობად სამხედრო ვერტმფრენების გამოყენებას გეგმავენ. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ კანადის სოფელ ლიტონში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძარს, მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მშრალი, ცხელი ამინდი მომავალ კვირაშიც გაგრძელდება, რაც ხანძრების გაკონტროლებას შეაფერხებს. ამასთან, სპეციალისტები ბრიტანეთის კოლუმბიაში 500-მდე ადამიანის გარდაცვალებას ძლიერ სიცხეს უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ კანადაში ბოლო კვირის განმავლობაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა რამდენჯერმე დაფიქსირდა და ზოგიერთ ტერიტორიაზე 50 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მანამდე კანადაში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share