“გაერთიანებული ოპოზიცია” გურიაში შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ითხოვს

“გაერთიანებული ოპოზიცია” გურიაში შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და ბათილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ, ამ მოთხოვნით რამდენიმე სასარჩელო განცხადება ოზურგეთის სასამართლოში ამ წუთებში შეიტანა.

მჟავანაძის თქმით, ოპოზიცია ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და ბათილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლას ითხოვს.

მისივე განცხადებით, გურიაში საარჩევნო ადმინისტრაციებმა ჩადენილი მასიური გაყალბებებით, არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტებს რამდენიმე ათასი ხმა მოპარეს:

“დარწმუნებულნი ვართ ადრე თუ გვიან ყველა ხმის ქურდი წარსდგება სასამართლოს წინაშე და კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებისას,  ქვეყანაზე განხორციელებული თავდასხმის გამო” – თქვა მჟავანაძემ

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share