ტელეკომპანია პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე სრულ პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრს აკისრებს:
“ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, სრულიად ტვ პირველს. ყველამ ნახეთ ის კადრები, რაც რამდენიმე დღის უკან მოხდა, როგორი ნაცემი იყო. დილას დედამ იპოვა გარდაცვლილი სახლში. ყველას გვინდა დადგინდეს ჭეშმარიტება, თუმცა რაც აქ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, მე ასეთი რამ არც მინახავს და არც გამიგია.
დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან. თვითონ იძახდნენ, რომ სავარაუდოდ თრომბოემბოლია შეიძლება განევითარებინა. პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება, ამ ბიჭის გარდაცვალებაზე და იმ ადამიანების დასახიჩრებაზე, რაც ჩვენ ვნახეთ”,- თქვა ვატო წერეთელმა.