“ქართველი ოპერატორი, 37 წლის ალექსანდრე ლაშქარავა ანტი- LGBTQ, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების თავდასხმას ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობამ პასიურობა გამოიჩინა, რა დროსაც ათობით ჟურნალისტი დაშავდა“, – წერს გამოცემა The Guardians.
„მაშინ როდესაც საქართველოში სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაცია კანონით დასჯადია, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის შორისაა, კვლავ ძალიან კონსერვატიულია. პრაიდის მოწინააღმდეგეების თავდასხმის დროს დაშავებული ქართველი ოპერატორი დაიღუპა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს“, – წერს BBC.