ოცნების” ოფისს აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს-ადგილზე სიტუაცია დაიძაბა
ხმაური მმართველი პარტიის შენობასთან მას შემდეგ გაგრძელდა, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა საღებავები ოფისთან შეკრებილ პოლიციელებსა და “ოცნების” ოფისს დაუშინეს. “საღებავის ატანა მოუწევთ, კვერცხის ატანა მოუწევთ, პროტესტის ატანა მოუწევთ და მერე წასვლა მოუწევთ… საღებავი კი არა, ყველაფერს მიიღებენ აუცილებლად”, – ამბობს ელენე ხოშტარია.