“დღეს ჩვენ ვართ ეპიდემიის აქტიური მართვის ფაზაში, შეზღუდვების დამატება მოსალოდნელი არ არის. ვართ ეპიდემიის მართვის აქტიურ პროცესში. ვაქცინაცია არის დღეს ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც გამოვიყენებთ”.
ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ შეზღუდვების გამკაცრებაზე დასმულ შეკითხვას. 22 ივლისს, კორონავირუსის 2460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა.