ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მათ შორის ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხზეც იმსჯელეს. როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში განაცხადა აღნიშნულ საკითხზე წინა სხდომებზეც იყო მსჯელობა.
მისივე თქმით, არის ადამიანდა ორი ჯგუფი, რომელთა სავალდებულო ვაქცინაციაც პრიორიტეტულია.
„ჩვენი აზრით, ადამიანების ორი ჯგუფი არის პრიორიტეტული. ეს არის პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი, მათთვის უნდა იყოს სავალდებულო ვაქცინაცია. ასევე კარგი იქნება თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება განათლების სექტორში და მასწავლებლები და ყველა ადამიანი, ვინც იღებს განათლების პროცესში მონაწილეობს, მოსწავლეებს ვაქცინირებული დახვდებიან.
ჯერ-ჯერობით ეს ორი სფეროა, თუმცა, ამ ეტაპზე არაა მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია. მაგრამ თუ მიღებული იქნება მსგავსი გადაწყვეტილება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს,“-აღნიშნა ჩხაიძემ