ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს. ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ყველა ამცრელ დაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება და წინასწარ დაურეგისტრირებელ ადამიანებს, ადგილზე რეგისტრაციაში დაეხმარება.
“ერთადერთი დისკმოფორტი რაც შეიძლება შეიქმნას, იქნება, თუ ერთად მივიდა დიდი რაოდენობით აცრის მსურველი და შეიქმნა რიგი“, – თქვა გაბუნიამ.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა ცალკე სივრცე, სადაც ვაქცინაციის მსურველ პედაგოგებს აცრა რეგისტრაციის გარეშე, მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ.