ვინ გეგმავდა ნიკა გვარამიას ლიკვიდაციას

შესაძლო თავდასხმა “მთავარი არხის” დამფუძნებელზე. ვინ გეგმავდა ნიკა გვარამიას ლიკვიდაციას და რა არის ცნობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის კრიტიკული მედია მენეჯერის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ. სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ნიკა გვარამიამ სუს-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ნიკა გვარამიას გამოკითხვა სუს-ში ხვალ, 7 აგვისტოს, 16:00 საათზე გაგრძელდება.

ნამდვილად არ უკავშირდებოდა კრებსებს… დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 4 საათზე. საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და ხვალაც გაგრძელდება. მეტის თქმა არ შემიძლია… ვერ გეტყვით ვერაფერს დეტალებში… დრო მოვა ალბათ მალე, როცა განმარტებებს გავაკეთებ, – ამბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share