“პარტიას თავმჯდომარე, ხელმძღვანელობა ჰყავს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დიდი ხანია არ არის, წასულია. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ.” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებს.
კალაძის თქმით, ივანიშვილი „ქართული ოცნების” პოლიტიკურ საქმიანობაში არ ერევა.
„პარტიას თავმჯდომარე, ხელმძღვანელობა ჰყავს. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დიდი ხანია არ არის, წასულია. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. ბიძინა ივანიშვილმა უკვე განცხადება გააკეთა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და ის პოლიტიკურ, პარტიულ საქმიანობაში არ ერევა”, – განაცხადა კალაძემ.
alia.ge