ფოთში, ოთხმა საჯარო მოხელემ თანმდებობები დატოვა. ამბობენ, რომ მუდმივი რადიკალიზმი და პოლარიზება როგორც ქვეყნის ისე ქალაქის განვითარებას ხელს უშლის და სწორედ ეს გზა აქვს არჩეული დღეს მოქმედ ხელისუფლებას.
მათივე თქმით, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური კურსი მათთვის მიუღებელია და პარტია ,,საქართველოსთვის” უერთდებიან.
საჯარო მოხელეების გადაწყვეტილებაზე ,,ქართული ოცნება” და ფოთის მერია კომენტარს არ აკეთებს.