“რაც შეეხება სკოლებს, სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. პროპორციულად ეს რაოდენობა იზრდება, დაახლოებით 30-დან 40%-მდე სამიზნე ჯგუფის უკვე ვაქცინირებულია. რაც რა თქმა უნდა, სასურველი მაჩვენებელი არ არის და ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიურებთ ამ მიმართულებით მუშაობას.
სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია კი ჯამურად 67%-ია. ეს უფრო მეტად ექიმების ხარჯზეა და ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჯერ არ ვართ იქ, რომ საკმარისი რაოდენობა მივიღოთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.