გუშინ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მისი თანაგუნდელის, ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას გამოეხმაურა.
“თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომელთან ერთადაც დილიდან საღამომდე შტაბში ერთად ვართ, რომლის გინებაც მე არ გამიგია, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა ეს გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა. უმძიმესია”, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი ვახო სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმიანება:
“მამუკა მდინარაძე, რატომ იტყუები? პარლამენტში ტელევიზიის დირექტორს ნაბიჭვარი რომ უწოდა, ეგ დალოცვა იყო ?!” – მიმართავს სანაია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერს.