ფორმულას ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დანიშნულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ შესაძლოა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი განიხილოს.
ფორმულას ინფორმაციით, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი პომპეომ მსოფლიო პარტრიარქი ბართლომეოსთან დღეს გამართულ შეხვედრაზეც განიხილა.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია 2019 წლის 6 იანვარს მიანიჭა. მსოფლიო საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილების პასუხად რუსეთის ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ დრომდე არ უღიარებია უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე ეკლესიამ უკვე აღიარა. მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, უკრაინაში ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას მაშინვე მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო რუსეთმა კონსტანტინოპოლს ბრალი დასდო ვაშინგტონის ინსტრუქციების შესრულებაში.